ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა – საპატრიარქო

“ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა”- საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის, თუ აუცრელობის შემთხვევაში, არ უნდა ხდებოდეს დაძალება.

“ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.