ვაქცინაციისთვის საშიში ისინი არიან, ვინც თავის თავს ექსპერტს უწოდებენ – იმნაძე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაცინაციისთვის ანტივაქსერებზე მეტად საშიში “ექსპერტები” არიან.

“მე მეშინია არა იმის, რომ ვაქცინა არ შემოვა, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვა და ვაქცინაციას დავიწყებთ, ვაქცინაციის დამთავრებაა მთავარი და არა დაწყება… მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს ანტივაქსერულმა პროპაგანდამ, მე მაბრალებენ ანტივაქსერობას, ჩემზე რომ მაგას იტყვიან, უკვე მეცინება…

ვიღაცას რომ ეშინია დაჩიპვის და ჩიპიანი ტელეფონებით წერს სოციალურ ქსელში, ისინი არ არიან საშიშები, საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდა ბავშვობაში მოფერებით ექსპერტს, არვიცი, მაგრამ ექსპერტი [ფასდება] თავიანთი პუბლიკაციებით… “,- თქვა იმნაძემ.