“ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განამავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების უფრო მეტად ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა”

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.