ვაქცინაციის წასახალისებლად სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიებები განიხილება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებლად სოფლის მოსახლეობისთვის გარკვეული ღონისძიებები იგეგმება.

მისი თქმით, ეს არამატერიული დახმარება იქნება.

“სოფლის მოსახლეობისთვის განიხილება სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასაოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. უფრო არამონეტარული [იქნება]”,- თქვა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, ვაქცინით აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.