“ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს.

მეტიც, ერთეულ შემთხვევებში, მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია. ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები, 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე”

წერს აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი–კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი.