ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს – ზაზა წერეთელი

“ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს”- ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, ახალციხეში,  27 წლის ექთნის გარდაცვალებას, რუსთავი2-ის ეთერში, გამოეხმაურა.

ანტივაქსერებმაც იცოდნენ, რომ ამ ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ ამ ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.ამ შეჩერებებმა აჩვენა, რომ ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და ფრთხილობენ. 11 მილიონზე მეტი აცრა იყო გაკეთებული და უბრალოდ 4-5 შემთხვევა როგორც კი დაფიქსირდა, შეაჩერეს დროებით და დაიწყებს გამოკვლევა, ანუ ერთ შემთხვევასაც არ ტოვებენ ეს ქვეყნები. ამის მიზეზია 2009 წლის ღორის გრიპის აცრებთან დაკავშირებული მოვლენები.ამის გამო ქვეყნები ძალიან ფრთხილობენ და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ არცერთი ქვეყანა არ გარისკავს თავისი ადამიანის სიცოცხლეს ამ ერთი ვაქცინის გამო“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.