ვაქცინირებულმა ადამიანმა ექიმების დაკვირვების ქვეშ 30 წუთი უნდა გაატარო-ივანე ჩხაიძე

ვაქცინირებულმა ადამიანმა ექიმების დაკვირვების ქვეშ 30 წუთი უნდა გაატაროს, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

“ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გახლავთ ე.წ. დაყოვნების ოთახი, სადაც გადადის ყველა პაციენტი ვაქცინაციის შემდეგ. დაყოვნების ხანგრძლივობა ქვეყანაში სხვადასხვაა, 15-დან 30 წუთამდე. ჩვენ საქართველოში ავიღეთ 30 წუთი. სწორედ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უნდა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ასე რომ, 30 წუთის განმავლობაში დაყოვნება არის იმის პირობა, რომ ანაფილაქსია სწრაფი რეაქციის კატეგორიას მიეკუთვნება, ის არ შეიძლება განვითარდეს 5 ან 6 საათის შემდეგ და ეს პერიოდია აუცილებელი, რომ იმყოფებოდეს ვაქცინირებული ადამიანი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და პირველი ნიშნების გამოკვეთისთანავე დაიწყოს სწრაფად რეაგირება, ვინაიდან ამისი პროტოკოლიც არსებობს და ყველა სამედიცინო დაწესებულას აქვს შესაბამისი მედიკამენტი, რაც უნდა იყოს, სადაც ვაქცინაცია ტარდება“,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.