ვაქცინის უწყვეტი მოდინება იქნება, შესაძლოა სიჭარბე შეიქმნას – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში ვაქცინის სიჭარბე გვქონდეს, რადგან ვაქცინას პერმანენტულად მოგვაწვდიან.

“თუ გარდატეხა ვერ შევიტანეთ მოკლე დროში და ვაქცინა დაგვრჩა, რაღაც დოზები გამოუყენებელი… ახლა იქნება უწყვეტი მოდინება ვაქცინის, მადლობა ღმერთს, ის პერიოდი დამთავრდა, როდესაც გვსაყვედურობდნენ, რომ საქართველოს ვაქცინა ვერ შემოჰქონდა, ახლა პირიქით, ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, რამეთუ პერმანენტული მოწოდება იქნება.

უკვე განიხილება იმის საკითხები, რომ ასაკობრივი ცენზი[მოიხსნას ან დაიწიოს]. თავიდან არ იყო დაგეგმილი, რომ ექიმების პარალელურად 65 წელს ზემოთ პირები აცრილიყვნენ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო, აბა, ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას, რა მოხდა, აიცრან პარალელურად ექიმებმაც და 65 წელს გადაცილებულმა პირებმა.

თუ ამანაც ვერ შეავსო და ვერ დახარჯა ის ვაქცინი დოზები, რაც არის, მაშინ სავარაუდოდ, კიდევ დაიწევს ქვემოთ ასაკი, ან სულაც გამოცხადდება საყოველთაო ვაქცინაცია”,– აცხადებს ცერცვაძე რუსთავი 2–ის ეთერში.