“გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არის ოპოზიციონერი, მაგრამ ხშირად მისი განცხადებები ოპოზიციურ განცხადებებს არ ჰგავს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ის არის ოპოზიციონერი. თუნდაც დღევანდელ ნაწილში. აქ არის ლაპარაკი რეალურ ოპოზიციაზე – რეალური ოპოზიცია ვარ ჩვენ, არის ხაზარაძე, ლეიბორისტები და ა.შ.
მე მეგონა, რომ ეს მომენტი, როდესაც ჩვენ გავიდოდით პარლამენტიდან, იქნებოდა შემოდგომაზე, მაგრამ როგორც ვატყობთ, ეს პროცესები უფრო ადრე დაიძრა. ვინც გავა [პარლამენტიდან], ის იქნება ოპოზიცია, ვინც არ გავა, ისინი არიან ქოცების ბანაკი. ხაზი გაევლება”
ამბობს ენმ – ძალა ერთობაშიას დეპუტატი კახა ოქრიაშვილი TV პირველის ეთერში. ის უერთდება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. გიორგი ვაშაძის თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთება არ უნდა იჩქარონ.