ვაშაძე: “ოცნება” არ გამოცხადდა შეხვედრაზე და ეს SMS-ით შეატყობინეს მასპინძლებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით ქართული ოცნების წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე არ მივიდნენ და ამის შესახებ ესემესით შეატყობინეს ელჩებს.

“დღეს რომ შევედი, დავარქვი რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ქართულმა ოცნებამ, არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ SMS–ით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძლებს, რაც არის საოცარი მიდგომა. სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება ჩემთვის არის შოკისმომგვრელი, უბრალოდ”, — განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიები მოსათათბირებლად არიან გასულები. მედიატორებმა ახალი დოკუმენტი წარადგინეს.