სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ენმ-ს ლიდერებს თხოვა, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მასზე თავდასხმა არ დაეწყოთ.
მისივე მტკიცებით, ენმ-მ მას Facebook–ზე 264 ტროლი “შეუსია”, რაც სოციალურ ქსელში გაასაჩივრა.
“ვუთხარი კობა ნაყოფიას, რომ არ გინდათ [თავდასხმები], მე ვცემ პატივს თქვენს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას. რაღაცა დაიწყეს და ხომ იცით, მოხარშულს ვიცნობ ამ ადამიანებს. ვუთხარი, რომ არ იქნება ეს კარგი და ნუ გადმოხვალთ თავდასხმაზე, მიუხედავად ამისა, 264 ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული ტროლი შემომესია.
რა ქნეს ტიპებმა, ეს ტროლბანდა ჩემომასიეს Facebook–ზე, “ფეისბუქს” ეგენი მასწავლიან, კაცო მე? ამოვიღე ახლა ეს ტროლები და გაგზავნილი მაქვს, დარეპორტებული მაქვს. ოფიციალურ რეპორტშიც მოხვდება ეს, რომ ნაცმოძრაობის ტროლები შეესივნენ გიორგი ვაშაძის ექაუნთს (ანგარიშს)”,– აცხადებს ვაშაძე ტვ პირველთან საუბრისას.