ვაშინგტონში აღარ არსებობს საქართველოს პოზიციები… – სააკაშვილი

“ვაშინგტონში აღარ არსებობს საქართველოს პოზიციები… “- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის დროს, Facebook-ზე წერს.

“ვაშინგტონში შეხვედრებს შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო შეხვედრა კონგრესმენ შერმანთან, იმიტომ რომ ეს არის ის ადამიანი, ვინც ჩამოაყალიბა რუსეთის მიმართ ჭკვიანური სანქციების პოლიტიკა, რომელიც დიდწილად გაიზიარა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ახლა ის მუშაობს ახალ სანქციებზე და ჩვენ საათნახევრის განმავლობაში ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლება ამ სანქციებმა შეაჩეროს რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნების მიმართ, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მოშლა და ძირგამომთხრელი საქმიანობა და მე ვფიქრობ თუ ის კონგრესმენი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტში, კონგრესის ამ თავის პროგრამას გაიტანს ეს არსებითად შეცვლის რეალობას და გაგვაძლიერებს აგრესიის შეკავების კუთხით.

მე ვაპირებ კიდევ გავმართო ერთი რაუნდი შეხვედრების უახლოეს დღეებში. ახლა ამჯერად ორიოდე დღეში გამოიკვეთა მთავარი ჩვენი გამოწვევა და პრობლემატიკა. პრაქტიკულად ძალიან მკვეთრად შესუსტებულია საქართველოს პოზიციები – უნდა ჩაითვალოს, რომ საერთოდ აღარ არსებობს ვაშინგტონში და ახლა უკვე უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება, ამოქაჩვა სიტუაციის და მე კონკრეტული გეგმა შევადგინე და ამას გამოვიყენებ უკვე მეორე რაუნდისთვის შეხვედრების, რომელსაც ვგეგმავ ვაშინგტონში უახლოეს პერიოდში, – წერს მიხეილ სააკაშვილი.