ვაცხადებ დაუმორჩილებლობას, ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ – ნათია ფანჯიკიძე

“ვაცხადებ დაუმორჩილებლობას, ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ”- ასე ეხმაურება, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ხელისუფლების მიერ დადგენილ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

“ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, – პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჭყლეტვისგან განტვირთვა, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ. შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან. ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ.

პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში.”- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.