ვახო სანაიას ტვინის შერყევა აქვს

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის ამატებით კვლევებს გადის.

ცნობისთვის, წუხელ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში თავს დაესხნენ. შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

მომხდარი დაგმეს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.