ვახო სანაია საქმის მასალების გასაცნობად შსს-ში დაიბარეს

ფორმულას ტელეწამყვანი, ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გასაცნობად შსს–ში დაიბარეს.  სანაია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 13 საათზე უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.