ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ, ეს ბოლო არჩევნებია – ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, “მესამე ძალის” წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა კენჭყისყრას აღარასდროს აპირებს.

„მესამე ძალაზე“ რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი? ძალიან მომწონს, რომ გათავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ მარტო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდით გართულებულ ფონზე. აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო „მესამე ძალას“, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ, რომ დავეხმარები“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კითხვაზე, თუ აპირებს კანდიდატადად კენჭყისყრას, ვაშაძე პასუხობს:

„არავითარ შემთხვევაში, ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით. ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ ვერსად“,- თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ “მესამე ძალის” წევრები დღეს წარადგინა.