”ვერტმფრენი “ფეიკია” ყურადღების გადასატანად.
სინამდვილეში მანქანით გადაიყვანეს.
ელემენტარული თაიმინგის ლოგიკით დგინდება.”

ამის შესახებ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყანეს და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყველასათვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა მოშიმშილე ექსპრეზიდენტი.