ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა – ვოლსკი მელიაზე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

“აუცილებელი  არაა იურისტი იყო,  რომ მიხვდე, რაღაცა ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. ვერც ქვეყანაში, ვერცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”,– ამბობს გია ვოლსკი.

მისივე მტკიცებით, გაბათილდა ნარატივი, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის.

“გავრილოვის სავარძელში ჩახტომაც სწორად მათ წისქვლიზე წყლის დასხმა იყო და ბოლო განცხადებებიც რაღაც გადაგდებული მაშველი რგოლივით ჩანდა. რეალურად, ის რომ საქართველო იცვლის საგარეო კურსს, ესაც გაბათილდა. არანაირი ამის წინაპირობა მითუმეტეს გავრილოვის თემით არ შეიძლება რომ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის”,– თქვა ვოლსკიმ.