“ნაციონალური მოძრაობისგან არაფერი გამოვა, დარწმუნებული ვარ. რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან. 2012 წლის მერეც ხომ გვქონდა კონკრეტული მცდელობები, ე.წ. კოჰაბიტაცია, ევროპული ქვეყანა ვართ. რა გამოვიდა ამით? ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და იქიდან ბოღმა, შუღლი, ზიზღი, ცილისწამება, ტალახის სროლა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ამომრჩევლები და მათ საზოგადოებას წარუდგინეს, რომ თითქოს ჩვენ ვართ უნიათო ხელისუფლება. ვერ დააფასეს ის ჩვენი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი, რომ ქვეყნისთვის სახე შეგვენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, იყო დანაშაულები ჩადენილი და იმ დანაშაულებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, ისევე როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა”

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედის ეთერში.