ვერ ვქმნით ახალ პროდუქტს, რაც ჩვენს მიმართ ნდობას გაზრდის – მამულაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები “კომენტატორებად ჩამოყალიბდნენ”, რაც მსოფლიო ტენდეციაა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ვერ ქმნის პროდუქტს, რაც მოქალაქეებს მათ მიმართ ნდობას გაუზრდის, ხელისუფლებამ კი ყველა რესურსი ამოწურა.

“ჩვენ ვერ ვქმნით ახალ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ შევძლებდით დარჩენილი 40%-ის გადმობირებას. ხელისუფლებამ ამოწურა სრულიად რესურსი. მეტი აღარაფრის შექმნა არ შეუძლიათ, ეს არის გადამწვარი ადამიანების ჯგუფი, რომელიც ელოდება, როდის ჩაიწვება ბოლომდე.

ჩვენ იმიტომ რომ დაკავებული ვართ ამ რუტინით, სამწუხაროდ, არც დრო და არც ენერგია იმისთვის არ გვრჩება, რომ შევქმნათ რამე პროდუქტი, რაც ჩვენს მიმართ გაზრდის ნდობას. ჩვენი პრობლემა დღეს ისაა, რომ ადამიანებს პოლიტიკოსების მიმართ აქვთ ძალიან დაბალი”,– ამბობს მამულაშვილი TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საგნობრივი კამათი თითქმის აღარ მიმდინარეობს და ისინი ძირითადად ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული.