ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება–პენტაგონი

ბელორუსიაში ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის განცხადებას პენტაგონი გამოეხმაურა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ  იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება თავისი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ამგვარად, პენტაგონმა უპასუხა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებებს ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების განზრახვის შესახებ.

“ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადებების შესახებ და გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს”, – ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. “ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალების მოქმედება და ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად”.