ვეცდებით, სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მთავრობა ეცდება, ინფიცირების ლოკალური შემთხვევა იმგვარად იმართოს, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლოს გახდეს საჭირო.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია.

„სკოლებთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო, რათ ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება, დაამთავრონ ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში განათლების მიღებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.