ვვარაუდობთ, რომ მარიუპოლში 20 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული – ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ვარაუდობს, რომ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, 20 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

”დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ჩვენ ყველა მონაცემს გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში. მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ ასევე გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ სერიოზულადაა ვითარება. რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია დაღუპული, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები.” – აცხადებს დენისოვა.