ვითარებაზე პასუხისმგებელი პატიმარია, არავის დაუვალებია შიმშილობა – კალაძე სააკაშვილზე

“ვითარებაზე პასუხისმგებელი პატიმარია, არავის დაუვალებია შიმშილობა “- ასე პასუხობს, თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტის შეკითხვას თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შიმშლობა ფატალური შედეგით დასრულდება.

”თუ ჩარევა იქნება საჭირო ექიმების, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პენიტენციური სისტემა მზად არის, ყველანაირი მომსახურეობა გაუწიოს პატიმარს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება. პირველ რიგში, იმ ვითარებაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობ” – განაცხადა კალაძემ.