ვითომ გაიკეთა ტესტირება, იმასაც ვერ ადასტურებს – ვოლსკი გახარიას ნარკოტესტზე

წავიდა და ვითომ გაიკეთა ტესტირება, იმასაც ვერ ადასტურებს – პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს  რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ “ვითომ” ტესტირება გაიკეთა, თუმცა ამას ვერ ადასტურებს.

“არ გაიკეთა ტესტირება, აგინა იმ ტესტირების ჩამტარებელ ორგანიზაციას, მერე ამას რა სხვა მოტივი უნდა ჰქონოდა. მერე წავიდა და ვითომ გაიკეთა ტესტირება და იმასაც ვერ ადასტურებს. ეს უკვე ქმნის, რასაკვირველია, საფუძველს, რომ ამ მიმართებით ირაკლი კობახიძის არგუმენტები და მოსაზრებები უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, ვიდრე გახარიას რომელიმე თანაგუნდელის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.