ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება – ევროპარლამენტარი

“ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება “- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. ამის შესახებ მან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გრეგოროვა საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვიდა

”მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უფრო მეტად ასოცირებულია გარკვეული სახის რეფერენდუმთან და აიგივებენ საპარლამენტო არჩევნებთან, მაგრამ რა ხდება რეგიონებში. პარტიებს მოვუწოდებ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული სამომავლო გეგმები შესთავაზონ. სიურპრიზი არ არის, რომ არჩევნებს ძალადობა და დევნა ახლავს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება. ვიმედოვნებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის აუცილებელ და საჭირო ბალანსს მოიტანს”,- თქვა მარკეტა გრეგოროვამ.