ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ – ომბუდსმენის მოადგილე

“ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ” – ამის შესახებ, სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გუშინ აქციაზე დაკავებულები თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში მოინახულეს. ღუდუშაური აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია, რომ ზოგიერთ აქტივისტს საკვების წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

  • “ვაპირებთ, რომ დღეს საღამოსაც მონიტორინგს გავუწევთ. დაკავებების შემთხვევაში აქტიურ რეჟიმის ვიქნებით მონახულების მხრივ. გუშინ მთელი ღამე ვიყავით თელავში და ვნახეთ ყველა დაკავებული“ – განაცხადა ელენე ღუდუშაურმა.