“ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. მეორეც, ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აცხადებდნენ, რომ ომი ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, აპრილში აღვნიშნავთო, საშიშს რამეს ამბობდნენ.

სამწუხაროდ, ომი გაგრძელდება და გასამარჯვებლად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ფრონტზე ძალიან გვიჭირს, არის ბრძოლები ლუგანსკში, დონეცკში და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. სანამ ეს არ ამოიწურება, სანამ ბოლო რუსული ჩექმა არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენ ვერ დავმშვიდდებით. რუსეთის ფედერაციის მიზანი ჩვენი სახელმწიფოს განადგურების შესახებ არ გაუქმებულა. და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ამ გაგებით”

განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა.