ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე “ოცნებიდან”, ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია – ჯაფარიძე

”ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე “ოცნებიდან”, ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია”-განაცხადა  გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერიმა, ზურაბ ჯაფარიძემ..

“ღარიბაშვილია ეგეთი პერსონა ქართულ ოცნებაში და თითქოს მთელი დანარჩენი სისტემა “ოქეია” და ნებისმიერი სხვა რომ მოვიდეს, მათ შორის გაჩუმებული რომ არის და ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, იმაზე არაა პასუხისმგებლობა. არც ეგ მგონია სწორი. ჩემი აზრით, რადგანაც ეს ფორმატი არსებობს, ვინც არ უნდა მოვიდეს ქართული ოცნებიდან, ჩემს წარმოდგენაში ყველა ღარიბაშვილია. არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ პერსონას, ღარიბაშვილი მოვა თუ [ირაკლი] კობახიძე. კობახიძესთან ვიჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე სამი რაუნდის განმავლობაში. კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პასუხისმგებელი პერსონა გავრილოვის ღამეზე, მაგრამ მივედით და ველაპარაკეთ”, — აღნიშნა ჯაფარიძემ.