ვინც არ შევა, ვერც კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს – გვარამია ელისაშვილ-თალაკვაძის მემორანდუმზე

“ვინც არ შევა, ვერც კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს “- მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და “მოქალაქეებსა” და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელმოწერილ მემორანდუმს “სრულ ფიქციას” უწოდებს.

“მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის სუბიექტი (მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის) არის აი ეს ფორმულირება –

“ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით”

ანუ, ვინც არ შევა, ვერც კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს. ანუ, საერთოდ არავინ არ არის.” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე