ვინც მოღალატეს დამიძახებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. თქვენ ნუ მასწავლით, მე როგორ უნდა მოვიქცე. [ტარიელ ნაკანს] თუ რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს. ტარიელ ნაკაიძემ შეურაცხყოფა მომაყენა და მოღალატე დამიძახა […] მე ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, თავად მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და ყველამ პირი გამოირეცხოს, როცა მოღალატეზე საუბრობენ […] მისაღები არ არის, რასაც ესენი აკეთებენ. ადამიანებს რომ ასეთი ეპითეტებით ამკობენ და მოსახლეობაში პოლარიზაციას იწვევენ.

განაცხადა, “ოცნებიდან” ფორმალურად წასულმა და ივანიშვილის დეპუტატმა,  ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი არხის ჟურნალისტთან საუბარში.