ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, შეასრულოს პირობები, ვისაც არ მოუწერია, მოაწეროს – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმიანება ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

მისი თქმით, ვისაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, უნდა მოაწეროს, ხოლო ვინც ხელი მოაწერა, ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

“ყველა იმ განცხადებაში, რომელიც  გავრცელდა, მათ შორის ჩვენსაშიც მკაფიოდ ჩანს საქართველოს მეგობრების იმედგაცრუება, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შეთანხმებიდან გასვლამ გამოიწვია. ეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული საუკეთესი გზა იყო იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება.

ამ შეთანხმების იდეა და ღირებულება იდგა იმაზე, რომ მის მისაღებად პარტიებმა მოილაპარაკეს და ერთად დადეს პირობა, რომ რეფორმებს გაატარებდნენ.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი სტრუქტურა და ჩარჩო მხარეთა ერთობლივი მუშაობისთვის. ცალმხრივი რეფორმა არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება – საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელსაც გაატარებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ვიხილავ, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად. სანქციებზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები”,– თქვა კელი დეგნანმა.