ვინც ჯარიმები გადაიხადა, თანხა დაუბრუნდეთ უკან – ხაბეიშვილის ინიციატივა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვინც კოვიდპანდემის პირობებში გამოწერილი ჯარიმები გადაიხადა, მათ თანხა უკან უნდა დაუბრუნდეთ.

მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

“ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომ მომხდარიყო ამ ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმება და ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლებრივ საქმეებად რომ იქცა ამ ჯარიმების გადაუხდელობა და ათეულობით ადამიანზე განმეორებით დარღვევის გამო რომ სისხლის სამართლოს საქმე აღძრეს, ვფიქრობთ, რომ ესეც უნდა შეჩერდეს. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ ასევე იმ საკითხზე, რომ ვინც გადაიხადეს ეს ჯარიმა, მათზეც გავრცელდეს და ეს თანხა დაუბრუნდეთ უკან,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს გაუუქმდებათ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვის გამო გამოწერილი ჯარიმები. ასევე გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებისგან.