ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარტიის”საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა და გუნდის წევრები წარადგინა. პარტიის პოლისტაბჭოში  მმართველი გუნდის ყოფილი წევრები და სახელმწიფო მოხელეები არიან. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.

  • გიორგი ხოჯევანიშვილი – საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, იყო შიდა-ქართლის გუბერნატორი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
  • ნათია მეზვრიშვილი – იურისტი. იკავებდა შს მინისტრის მოადგილის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
  • გიორგი შარაშიძე – ჟურნალ ანტერპრენერის რედაქტორი.
  • კახაბერ ქემოკლიძე – ყოფილი საჯარო მოხელე. იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
  • ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
  • მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლის სპეციალისტი. იკავებდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
  • ბექა ლილუაშვილი – მაკროეკონომისტი. მე-10 მოწვევის პარლლამენტის პარლამენტის წევრი.
  • რუსუდან თევზაძე – განათლების და კულტურის სფეროს სპეციალისტი.
  • ალექსანდრე მოწერელია – ბიზნესმენი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
  • ბერდია სიჭინავა – იურისტი. იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
  • შალვა კერესელიძე – საჯარო მოხელე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი. ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
  • კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
  • გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე. იკავებდა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობას.
  • გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ესენი არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი (გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი), ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.