ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ჰქონდა თანმხლები დაავადებები: გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ჰქონდა გართულებები, რაც შეიძლება ახლდეს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას. ბოლოს განუვითარდა ქვემო კიდურის არტერიის ანევრიზმის რუპტურა. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა არსებული რთულად მიმდინარე კოვიდინფექციის და თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება“,- განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა.