არსებული ინფორმაციით, თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და მის დაბრუნებას ითხოვდა.
ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.
დღეს ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ ღამით, საბურთალოზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7-ჯერ ესროლეს.
ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მკვლელობა. პოლიციას დამნაშავე არ დაუკავებია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.