ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 60 წლის მამაკაცია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე პრაიმტაიმთან ამბობს, რომ გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„თავდაპირველად, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, ჩვენთან რომ გადმოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვენთან მისი მკურნლობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა. მდგომარეობა იყო კრიტიკული. ამას დაემატა ისიც, რომ გუშინ გული გაუჩერდა, პირველადი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა, შეყვანილი იქნა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, გაკეთდა კოორნაგრაფია, აღმოჩნდა, გულის ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვის კრიტიკული დაზიანება, სტენდი ჩაიდგა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩვენ როგორც ვიცით, იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილი“, – ამბობს გოფოძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.