ვინ გახდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე – მხარდამჭერების გადაწყვეტილება

ფეისბუქმომხმარებლებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. გამოკითხვაში მელიამ 13 493 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 7 228. მელია თავმჯდომარედ ოფიციალურად პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს.

20 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭომ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია დაასახელა. პარტიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევის ახალ მოდელს ნერგავდა. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველას, ვისაც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი ჰქონდა.

15 დეკემბერს ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა, რის შემდეგაც ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა.