ვინ იქნება იუსტიციის ახალი მინისტრი – გახარიას გადაწყვეტილება

გიორგი გახარიამ მთავრობა დააკომპლექტა და მინისტრთა კაბინეტი, ფაქტობრივად, უცვლელი დატოვა. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი. ამ პოსტს თეა წულუკიანის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.

ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2007-2010 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი იყო, ხოლო 2010-დან 2013 წლამდე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 2013 წლიდან გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს უცვლელი იუსტიციის მინისტრის უცვლელი მოადგილე იყო.