ვინ მოწამლა ალექსეი ნავალნი? – Bellingcat-ის გამოძიება

კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბე) მოწამლა. გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ  აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი მინიმუმ 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

ალექსეი ნავალნის განცხადებით, 3-4 კაციანი ჯგუფი მას  მივლინებების დროს მუდმივად  უთვალთვალებდა. ნავალნი ასევე თავდასხმის კიდევ ერთ შემთხვევასაც იხსენებს, რომელიც 2017 წელს განხორციელდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაშინაც თავი ცუდად თვითმფრინავში იგრძნო, არაფერი სტკიოდა, თუმცა ჰქონდა შეგრძნება, რომ მალე მოკვდებოდა. მისი თქმით სავარაუდოდ ის მაშინაც მოწამლეს თუმცა “დოზა ვერ გათვალეს”.

Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: “მასზე თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მასთან ერთად მიფრინავდნენ ტომსკიდან მოსკოვში. სამიდან ერთ-ერთი იყო ექიმი და ქიმიკოსი. მოწამვლა მოხდა სასტუმროში, თუმცა ისევ დოზა აერიათ და სპეცოპერცია ჩავარდა”.

მოწამვლის შემდეგ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, “ორგანიზატორებმა დაიწყეს კვალის დაფარვა”. კერძო, “გააქრეს მისი ტანსაცმელი, სასტუმროში არსებული კამერების ჩანაწერებიც, ექიმები აჭიანურებდნენ მის გადაყვანას გერმანიაში”.