ვინ შეარჩევს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს – პრეზიდენტის განკარგულება

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი უნდა ჩატარდეს.

ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

  • გიორგი კლდიაშვილი — ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სიმონიშვილი — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • თათია ქინქლაძე — სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა—დოების პროექტის კოორდინატორი;
  • ლევან ნატროშვილი — საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
  • არნოლდ სტეფანიანი — კავშირი საერთო — სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
  • ზვიად გაბისონია — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
  • მარინე ჩიტაშვილი — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • გიორგი იაშვილი — თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
  • რევაზ კლდიაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე — საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

კომისიამ თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ და მათი სია პრეზიდენტს წარუდგინონ. შემდეგ პრეზიდენტი მათ პარლამენტს წარუდგენს.