ვირუსის სწრაფი მატების შემთხვევაში შეიძლება, საწოლფონდზე პრობლემები შეიქმნას – გაბუნია

“ვირუსის სწრაფი მატების შემთხვევაში შეიძლება, საწოლფონდზე პრობლემები შეიქმნას ” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და ჰოსპიტალურ სექტორში 6 000-მდე საწოლია მობილიზებული. როგორც ის აცხადებს, თუ ვირუსი სწრაფად გავრცელდება შესაძლებელია საწოლფონდთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას.

“ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც გვქონდა 33 ათასი აქტიური შემთხვევა, დაახლოებით მობილიზებული იყო 7 500 საწოლი. დღევანდელი მდგომარეობით, 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას.მინდა დავაფიქსირო ის გარემოებაც, რომ გასულ პერიდოში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და ახლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საწოლფონდი მობილიზდეს“, – თქვა გაბუნიამ.