“ვირუსი არსად წასულა” – ოცნების დეპუტატ გივი მიქანაძეს COVID-19 დაუდგინდა

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა.

“როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!” – წერს გივი მიქანაძე Facebook-ზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.