“ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!”- მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

“ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!”- ამის შესახებ მარიამ ხატისკაცი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” სთორიში წერს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი უყვარდა და წვეულებაზე სწორედ მის გამო მივიდა.

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“ – წერს მარიამ ხატისკაცი.