ვისაც ეჭვი ეპარება უნდა გაირიცხოს თუ არა რუსეთი SWIFT-დან, უდანაშაულო უკრაინელების სისხლი მათ ხელებზეც იქნება – კულება

”ვისაც ეჭვი ეპარება უნდა გაირიცხოს თუ არა რუსეთი SWIFT-დან, უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეც იქნება”- ამის შესაებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

”ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური არ ვიქნები. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, გაძევებული უნდა იყოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ მათი ხელები უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში იქნება გასვრილი.  გააგდეთ რუსეთი SWIFT-დან”- წერს კულება.