ვის დაენიშნება რემდესივირი და როდის არის ის ეფექტიანი – ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ რემდესივირის გამოყენება მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის შეიძლება.

“რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც რემდესივირი არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. რემდესივირი იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ. მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”,– ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, რემდესივირის გამოყენება ეფექტურია მხოლოდ ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში.

“გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე რემდისივირის გამოყენება არ შეიძლება. იქნება ეს დავძლიოთ. გარდა ამისა, რემდისივირი ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 4 000 ფლაკონი რემდესივირი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა და მისი გამოყენება არაუგვიანეს 21 დეკემბრიდან დაიწყება.