”ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი… ჩვენი მთავარი სურვილი, მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მთლიანად ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის რა თქმა უნდა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი”

განაცხადა,  ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.