ვიქტორ სანიკიძემ “ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, ცნობილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფება” ავრცელებს.

თანხის გადარიცხვის თარიღად აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 13 ოქტომბერია მითითებული.