ვიყავი ნამახვანში, წვიმის გამო დაიწყო ქვათაცვენა! კინაღამ ქვებში მოვყევი! – სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ვიდეოს აქვეყნებს

“ვიყავი ნამახვანში, წვიმის გამო დაიწყო ქვათაცვენა!კინაღამ ქვებში მოვყევი!”- ამის შესახებ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში წერს და თან ურთავს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ საავტომობილო გზაზე, კლდის ლოდებია ჩაცვენილი.

“ვიყავი ნამოხვანში აქციაზე. გზაზე გაჭიმული იყო აქციის მონაწილეთა მანქანების კოლონა. სადაც ჩემი მანქანა, იდგა წვიმის გამო დაიწყო ქვათაცვენა! კინაღამ ქვებში მოვყევი! აი სად მიეტენებით?? რა წყალსაცავის ტიპის ჰესი ?!”- წერს თეა გოდოლაძე.

“გრუნტის წყლკები მოდის, მთელი ხეობა ასეა, ახლა რადგან გაიჟღინთა გრუნტი და ეგრევე ქვათაცვენა წამოვიდა. მაღალი ტენიანობაა, ოდნავი წვიმა და ყველაფერი მოდის ძირს, ეს არის რიონის ხეობაზეა საუბარი, სადაც ყველაფერი მოძრაობს, გამოფიტულია, მაღალი ტენიანობაა.”- აცხადებს სეისმოლოგი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ადგილობრივებმა ჯვარი აღმართეს და კარვები გაშალეს სადაც 96 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.  3 თვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა 30 იანვარს,  საპროტესტო აქციის ფონზე განახლდა. საღამოს სამართალდამცავებმა ადგილობრივების კარვები ძალის გამოყენებით დაშალეს,ხოლო მოგვიანებით ჯვარიც მოთხარეს.

დღეს ადგილობრივების პროტესტს, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.