ვიცი ადამიანები, მათ შორის, ენმ-ში, რომლებსაც უნდათ პარლამენტში შემოსვლა – სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი “დღის კურიერის” ეთერში ამბობს, რომ ოპოზიციის რიგებში კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ. მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” სიიდანაც.

“დანამდვილებით გეტყვით, გვარით და სახელებით ვიცი ადამიანები, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” სიაში. რამდენიმე პარტიაა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ისე სხვა პარტიების წევრებიც, რომლებიც ამ სიაში არიან, რომლებსაც ძალიან სერიოზულად უნდათ შემოსვლა, რომლებმაც იციან, რომ ეს არის სწორი საქციელი და ამ მხრივ, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ შიგნით. ეს არ არის მოლაპარაკებებიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია იქიდან, რომ საქართველოში თითოეულმა ადამიანმა ვიცით, მეორე ადამიანი რითი სუნთქვას, ყველა ვიღაცის მეგობარია და ა.შ. გვარი სახელებით ვიცი და ისიც ვიცი, რა ლაპარაკები აქვთ ხოლმე შიგნით, თუმცა ამას ვერ ვიტყვი. საბოლოოდ, ეს ადამიანები შეძლებენ გაიტანონ თავისი აზრი თუ ვერ შეძლებენ, ამაზე ნამდვილად ვერაფერს ვერ მოგახსენებთ”, – ამბობს სოზარ სუბარი.